Skip to content
Search jobs inside your AI agent. Claude, ChatGPT, Claude Code, Codex, Gemini, Cursor and Grok
Connect

Dressup

NewBe an early applicant

Full-Stack დეველოპერი

Posted 8 views
Discussion

Summary

Full-stack developer for Dressup.ge, the e-commerce platform of a Georgian fashion retailer (Levi's, Lacoste, Tommy Hilfiger, etc.). You'll manage the full software lifecycle across front-end and back-end, working in PHP/Laravel and Vue.js/Nuxt.js on ERP and payment integrations, data sync, search/AI recommendations and performance optimization, from the company's Tbilisi head office.

„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Full-Stack დეველოპერს.

შენ მიიღებ უშუალო მონაწილეობას მასშტაბირებადი სისტემების განვითარებაში. ჩვენთან დაგხვდება საინტერესო ტექნიკური გამოწვევები:
  • დიდი მოცულობის მონაცემების მუდმივი სინქრონიზაცია;
  • ERP სისტემებთან კავშირი;
  • სისტემების პერფორმანსის ოპტიმიზაცია;
  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები პერსონალიზებული შოპინგ-გამოცდილების შესაქმნელად;
  • საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, AI-ზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
  • საქართველოს ბაზარზე არსებულ, თითქმის ყველა, ონლაინ გადახდის არხთან ინტეგრაცია;
  • სხვა კომპლექსური e-commerce გადაწყვეტილებების დანერგვა.
Dressup-ში ჩვენ სიამოვნებით ვახალისებთ ტექნოლოგიურ თავისუფლებასა და ინოვაციებს. შენ გექნება სივრცე და მხარდაჭერა ახალი იდეების განხორციელებისთვის, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიტპასის მომსახურებას;
  • იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ;
  • ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
  • სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ფუნქციები და მოვალეობები:

  • Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე, როგორც Client Side, ისე Server Side (Front-End Development, Back-End Development - Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);
  • API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
  • შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
  • Back-End ტექნოლოგიები: PHP-ის (Object Oriented Programming - OOP) სიღრმისეული ცოდნა;
    • Laravel ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება;
    • CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია PrestaShop + Symfony);
  • Front-End ტექნოლოგიები: HTML5, CSS3 და JavaScript-ის ცოდნა;
    • Vue.js და Nuxt.js ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მონაცემთა ბაზები და ქეშირება: MySQL (DBMS) ცოდნა: მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი, ოპტიმიზაცია და აგება;
    • Caching მექანიზმების გამოყენების გამოცდილება;
  • ინტეგრაციები და ვებ-სერვისები: API-ებთან მუშაობის გამოცდილება (REST, SOAP, JSON, XML);
  • სერვერი და ვერსიების კონტროლი: Git ვერსიების კონტროლის სისტემასთან (Version Control System) მუშაობის გამოცდილება;
    • სასურველია Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება (Nginx ან Apache);
  • მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Skills

Apply

See also

Full-Stack jobs by country — openings, pay and top skills →